Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პედრო რომაში გადასვლას მოუთმენლად ელოდება

Calciomercato-ს ცნობით,პედრომ პრემიერ ლიგის,ლა ლიგის და ყატარის გუნდები უარით გაისტუმრა და იტალიის დედაქალაქში სათამაშოდ ემზადება.

ჩელსის ფორვარდს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და რომაელები მას სრულიად უფასოდ გაიფორმებენ.

32 წლის ესპანელს იტალიურ გუნდებს რამდენიმე თვეა უკავშირებენ,თუმცა როგორც ჩანს,მან სწორედ რომაზე შეაჩერა არჩევანი.

პედროს გარდა რომა კიდევ ერთი პრემიერ ლიგის ფეხბურთელის – ჰენრიხ მხითარიანის გაფორმებაზე მუშაობს,რომელიც ჩელსის საკუთრებაა და ამჟამად იჯარის წესით რომაში ირჯება.ჯალოროსი სომეხი ფეხბურთელის სანაცვლოდ ჯასტინ კლუვერტს გაუშვებს,თუმცა 30 მილიონის დამატებას ითხოვს.

Leave a Reply

Your email address will not be published.