Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პედრო ჩელსის დაემშვიდობა და რომას სულ მალე შეუერთდება

გუშინ ლონდონის ჩელსი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა და ლურჯებისთვის სეზონი დასრულდა.

სეზონის დასრულებასთან ერთად, ლონდონელებთან კონტრაქტი დაუმთავრდა პედროს, რომელმაც ჩელსის რიგებში 5 სეზონი გაატარა და ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით რომას შეუერთდება.

33 წლის ფეხბურთელი ჩელსის ემოციური წერილით გამოემშვიდობა.

„5 შესანიშნავი წელი ჩემი ჩელსიში ყოფნის დრო ამოიწურა…დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის თითოეულ წევრს,მწვრთნელს თუ ჩემს თანაგუნდელებს და რა თქმა უნდა გულშემატკივრებს,რომლებმაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავი ისე მაგრძნობინეს, როგორც სახლში და ერთი დიდი ოჯახის წევრი გამხადეს,რომელსაც ჩელსი ქვია.

„მე აქ უბედნიერესი ვიყავი და თქვენ ჩემს გულში ყოველთვის დარჩებით.“

Leave a Reply

Your email address will not be published.