Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პედულამ დაადასტურა, ინტერი ტონალის ტრანსფერს გამოეთიშა

იტალიელი ჟურნალისტის და სატრანსფერო ექსპერტის, ალფრედო პედულას მტკიცებით, ინტერმა სანდრო ტონალის ტრანსფერზე უარი საბოლოოდ თქვა.

მისი ინფორმაციით, გუნდის სატრანსფერო სტრატეგიაზე სრული კონტროლი ანტონიო კონტეს ხელში გადავიდა და იტალიელი სპეციალისტის მოთხოვნით, გუნდი სატრანსფერო ფანჯარაზე ორიენტაციას უფრო გამოცდილ ფეხბურთელებზე გააკეთებს.

Calciomercato იმასაც ამტკიცებს, რომ მილანმა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა, ბრეშასთან კი ბოლო პუნქტებს ათანხმებს. გავრცელებული ინფორმაციით, მილანი ტონალის სანაცვლოდ 1-წლიან იჯარაში 10 მილიონს გადაიხდის, შემდგომში კი მისი გამოსყიდვა 20 მილიონად შეეძლება, რაც ინტერის შეთავაზებულ 35 მილიონზე ნაკლებია, თუმცა თუ მილანი მომავალში ფეხბურთელს გაყიდის, ბრეშას გარკვეული პროცენტი შეხვდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.