Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პედულა:“ტონალი ინტერზე მეტად იუვენტუსს სჭირდება“

იტალიელი ჟურნალისტის და სატრანსფერო ექსპერტის,ალფრედო პედულას თქმით,ბრეშას ფეხბურთელი იუვენტუსს უფრო სჭირდება.

„ინტერი ტონალის ტრანსფერში ჯერჯერობით ფავორიტია,თუმცა თუ მათ ტრანსფერი უახლოეს კვირეებში არ დახურეს,მაშინ მის მომავალს სატრანსფერო ფანჯრის დინამიკა გადაწყვეტს.ჩემი აზრით,ის იუვენტუსისთვის უფრო საჭირო ფეხბურთელია,რადგან მისი შექმნილი სივრცეები ცენტრალურ ზონაში იუვენტუსს უფრო გამოადგებოდა.

„ინტერმა დრის მერტენსთან დაშვებული შეცდომა არ უნდა გაიმეოროს და თუ ტონალის გაფორმებას მართლა გეგმავს,მაშინ ტრანსფერი რაც შეიძლება მალე უნდა დახუროს.სანდრო ტონალის მსგავსად,მერტენსმაც განაცხადა ინტერში თამაშზე თანხმობა,თუმცა ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და მისი ნაპოლიში დარჩენა გადაწყვეტილია.“

ინტერი სანდრო ტონალის სანაცვლოდ 30-35 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს,თუმცა ბრეშას პრეზიდენტმა უკვე დააფიქსირა,რომ გუნდი მას მხოლოდ 50 მილიონ ევროდ გაყიდის.

Leave a Reply

Your email address will not be published.