Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პედულა:“ ბელერინი ინტერის მთავარ სამიზნედ რჩება, თუმცა…“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ ჰექტორ ბელერინის ინტერში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

ინტერი აშრაფ ჰაკიმის პრიორიტეტულ შემცვლელად სწორედ არსენალის უკანახაზელს მოიააზრებს, მაგრამ გუნდები ტრანსფერის ფორმულაზე ვერ თანხმდებიან.

„ინტერსა და არსენალს შორის ბელერინის ტრანსფერზე მოლაპარაკებები წინ ვერ მიიწევს. ნერაძურის კვლავ ფეხბურთელის იჯარით გაფორმება სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, არსენალი კი მას იჯარით მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ გამოსასყიდი პუნქტი სავალებულო იქნება.

„ამ მომენტისთვის მხარეებს შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ინტერმა ბელერინის მსურველების ნაკლებობით ისარგებლოს და მის ტრანსფერს სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსკენ დაუბრუნდეს.“