Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პედულა:“ ვიდალის და კანტეს გაფორმების შემთხვევაში, ინტერსა და იუვენტუსს შორის სხვაობა აღარ იქნება“

იტალიელი ჟურნალისტის და სატრანსფერო ექსპერტის, ალფრედო პედულას აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ინტერი არტურო ვიდალს და ნ’გოლო კანტეს გაიფორმებს, შემადგენლობის სიძლიერის მხრივ ნერაძური იუვეს გაუთანაბრდება.

„ინტერი სწორ გზას ადგას და იმ შემთხვევაში, თუ ვიდალის და კანტეს გაფორმებას შეძლებენ, ჩემი აზრით იუვენტუსთან სხვაობა აღარ დარჩება.

„ჰაკიმი შესანიშნავი დანამატია. ის ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელია მსოფლიოში, კოლაროვის და ვიდალის გამოცდილება კი ნახევარდაცვის ხაზს კონტესთვის იდეალურს გახდის.

„იუვენტუსს ფლანგებზე ძალიან უჭირს. მარჯვნივ მათ კუადრადო ჰყავთ, რომელიც ამპლუით უკანახაზელი სულაც არ არის, მარცხნივ კი ალექს სანდრო, რომელსაც ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდა და დაიბრუნებს თუ არა ფორმას არავინ იცის, ამ ფაქტების გათვალისწინებით, ინტერი იუვენტუსთან ძალიან ახლოს არის…“

Leave a Reply

Your email address will not be published.