Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პედულა:“ ინტერი და ნაპოლი სმოლინგის ტრანსფერს განიხილავენ“

იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ინფორმაციით, ინტერი და ნაპოლი მანჩესტერ იუნაიტედის უკანახაზელის, კრის სმოლინგის დამატებას ივლისში აპირებენ.

„გოდინის და რანოკიას გაყიდვის შემდეგ, რომელიც ჯენოასთან ძალიან ახლოს არის და იმის გათვალისწინებით, რომ შკრინიარის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ნერაძურის გუნდში ერთი მცველის ადგილი აქვს და დიდი ალბათობით მათი ფავორიტი სწორეს სმოლინგი იქნება.

„30 წლის უკანახაზელის გაფორმებას განიხილავს ნაპოლიც, თუმცა პარტენოპეი ტრანსფერზე მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ გუნდს კალიდუ კულიბალი დატოვებს.

„სმოლინგს რომაში დაბრუნება სურს, თუმცა ჯერჯერობით ჯალოროსი წითელ ეშმაკებთან ტრანსფერის ღირებულებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს…“