Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პედულა:“ ინტერი მზად არის პერიშიჩს უკეთესი პირობები შესთავაზოს“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორამციით, ივან პერიშიჩის კარგი ფორმის გამო ნერაძური მზად არის მას ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ გაუმჯობესებული პირობები შესთავაზოს.

პერიშიჩის მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს იწურება და ნერაძურის ახალ ხელშეკრულებაში მისი ხელფასის განახევრება სურდათ, რაზეც ხორვატი ფეხბურთელი უარზე იყო.

წყაროს ცნობით, ინტერი მზად არის 32 წლის ფეხბურთელს ხელშეკრულება 2 წლით გაუხანგრძლივოს და მას იგივე პირობები შესთავაზოს, რა კონტრაქტიც ახლა აქვს.