Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პედულა:“ ინტერი ნანდესის ტრანსფერს უალოეს დღეებში გააოფიციალურებს“

SportItalia-ს ჟურნალისტის და სატრანსფერო ექსპერტის ალფრედო პედულას ინფორამციით, ინტერი და კალიარი ნაიტან ნანდესის ტრანსფერს უახლოეს დღეებში გააოფიციალურებენ.

ბოლო დღეებში ურუგვაელი ფეხბურთელის სახელი ინტერს არაერთხელ დაუკავშირეს და მის მიმართ ინტერესი ბენეამატას დირექტორმა ბეპე მაროტამაც დაადასტურა. 25 წლის ფეხბურთელი ნახევარმცველი გახლავთ, მაგრამ მას მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში და ნერაძური მას აშრაფ ჰაკიმის შემცვლელად მოიარებს.

ნანდესმა ინტერთან 4-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ის სეზონში 3 მილიონს მიიღებს. ურუგვაელი ფეხბურთელი ინტერს სავარაუდოდ იჯარის წესით შეუერთდება, მისი 20 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულები.