Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პედულა:“ კესი, როგორც ადამიანი, ნამდვილი იმედგაცრუებაა…“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ ფრანკ კესის კონტრაქტზე შექმნილ პრობლემაზე ისაუბრა.

„ჩემთვის ფრანკ კესი, როგორც ადამიანი, სრული იმედგაცრუებაა. უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც კესიმ მილანს სიყვარული შეჰფიცა. ის ღიად გამოვიდა და თქვა, რომ ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ მილანში დაბრუნდებოდა და თავისი კონტრაქტის სიტუაციას თავადვე მოაგვარებდა, მაგრამ ახლა მისი საქციელი ამტკიცებს, რომ კესისთვის პირველ ადგილზე ფული დგას.

„მილანი სთავაზობს კონტრაქტს, რომელიც გუნდს სეზონში 10 მილიონი დაუჯდება, მაგრამ ის ამაზეც უარს ამბობს და არც იმას გეგმავს, რომ ამ საკითხზე კომენტარი გააკეთოს, რაც ქომაგების გრძნობებზე თამაშს ჰგავს…“