Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პედულა: პარედესმა ინგლისური გუნდები უარით გაისტუმრა და იუვენტუსის მოლოდინშია

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, პსჟ-ს ნახევარმცველის ლეანდრო პარედესის გაფორმების სურვილი ბოლო დღეებში არაერთმა ინგლისურმა გუნდმა, მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედმა გამოთქვა, მაგრამ არგენტინელი ფეხბურთელი იუვენტუსის მოლოდინშია და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსის დირექტორებსა და ფეხბურთელის აგენტს შორის კონტაქტი აქტიურად გრძელდება. მათ პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას დიდი ხნის წინ მიაღწიეს, თუმცა ბიანკონერი არგენტინელის გაფორმებას იქამდე ვერ შეძლებს, სანამ რომელიმე ნახევარმცველს არ გაუშვებს.

პედულას თქმით, ტურინული გრანდი ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს და საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ უახლოეს პერიოდში პარედესის ტრანსფერი დაიხურება.