Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პელეგატიმ იბრაჰიმოვიჩის სიტუაციაზე ისაუბრა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო პელეგატიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრავმასთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაცია გაავრცელა.

გუშინ იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ ლეგენდარული შვედის სარეაბილიტაციო პროცესი ოპერაციის შემდეგ გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობდა და მას მოედანზე დასაბრუნებლად იმაზე მეტი დრო დასჭირდებოდა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ.

თუმცა პელეგატის ინფორმაციით, იბრას აღდგენითი პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ის მაქსიმუმ სერია ა-ს საწყის 2 ტურს გამოტოვებს.