Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პელეგატიმ კორონას მილანში შესაძლო ტრასნფერზე ისაუბრა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის კარლო პელეგატის აზრით, მილანი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე პორტუდან ხესუს კორონას გაფორმებას ვერ მოახერხებს, რადგან მისი ტრანსფერი ზედმეტად ჩახლართულია.

მილანი 28 წლის მექსიკელი ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად მუშაობს, თუმცა პორტუგალიურ  გუნდთან ფასზე შეთანხმებას ვერ ახერხებს.

როსონერიმ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, მაგრამ მალდინი-მასარას დუეტი მის სანაცვლოდ 10 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს, რადგან 28 წლის ნახევარმცველს პორტუსთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მიმდინარე სეზონის ბოლოს ის თავისუფალი აგენტი გახდება, პორტუგალიელები კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვენ.

წყაროს ცნობით, მილანი დიდი ალბათობით აქცენტს ფრანგული ბრესტის რომან ფაივრეზე გააკეთებს, რომელიც ასევე 13-15 მილიონი ჯდება და მის მიმართ ინტერესი ფრანგული გუნდის სპორტულმა დირექტორმა ღიად დაადასტურა.