Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პელეგატიმ მილანში ბრანდტის ტრანსფერზე ისაუბრა

მილანს ბოლო კვირეებში ჩალჰანოღლუს პოტენციური არაერთი შემცვლელი დაუკავშირეს, ბოლო დღეებში კი ყველაზე ხშირად დორტმუნდის იულიან ბრანდტი გახლავთ.

ამ თემაზე კომენტარი ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და როსონერის ინსაიდერმა კარლო პელეგატიმ გააკეთა.

„ბრანდტი მილანისთვის უბრალოდ იდეაზე უფრო მეტია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მასარა მას ჯერ კიდევ რომაში მუშაობისას აკვირდებოდა და ფეხბურთელი ძალიან მოსწონს, ამასთან ერთად 25 წლის ფეხბურთელი დორტმუნდის გეგმებში აღარ შედის და გერმანელები მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ იქნებიან. მილანს ფეხბურთელის 2-წლიანი იჯარით გაფორმება სურს, რის სანაცვლოდაც 5 მილიონს იხდის, შემდგომში 20 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.

„ნიკოლა ვლაშიჩთან შედარებით, ბრანდტი სტეფანო პიოლის სქემაში უფრო უკეთესად ჯდება, რადგან მას მოედნის ორივე მხარეს შეუძლია თამაში.“