Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პელეგატი:“ მილანი კრუნიჩს არ გაყიდის“

გასულ დღეებში რადე კრუნიჩის მილანიდან წასვლის შესახებ საკმაოდ ბევრმა წყარომ დაწერა, თუმცა როსონერის ცნობილმა ჟურნალისტმა კარლო პელეგატიმ მისი გუნდიდან წასვლა გამორიცხა და ბაკაიოკოს შესახებ ისაუბრა.

„მილანი კრუნიჩს არ გაყიდის. ის სტეფანო პიოლის ერთგვარი ჯოკერია, რომელსაც თავისი უნივერსალობის გამო მწვრთნელი ძალიან აფასებს. მას რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია და ასეთ ფეხბურთელებს მწვრთნელები ყოველთვის აფასებენ. მილანი კრუნიჩს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ რომელიმე დაინტერესებული გუნდი ძალიან კარგი წინადადებით მიმართავს.

„ბაკაიოკოს რაც შეეხება, მილანს მისი დაბრუნება სურს, მაგრამ კონკრეტულ ნაბიჯებს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებამდე არ უნდა ველოდოთ, რადგან როსონერის მისი გაფორმება იჯარით სურს, ჩელსი კი ამ მომენტისთვის ფეხბურთელის გაყიდვას განიხილავს.“