Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პელეგატი:“ მილანმა ფლორენცის გაფორმებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და მილანის ქომაგმა კარლო პელეგატიმ ალესანდრო ფლორენცის სიტუაციაზე ისაუბრა.

„ჩვენ შეთანხმებასთან ახლოს ვართ. ჯერჯერობით ტრანსფერის ფორმულა საბოლოოდ შეთანხმებული არ არის და უცნობია, იქნება ეს უბრალოდ იჯარა, თუმცა არენდა გამოსყიდვის ვალდებულებით, მაგრამ მხარეებს შორის მოლაპარაკებები სწრაფად ვითარდება და სავარაუდოდ ყველაფერი უახლოეს საათებში გადაწყდება.

„ვფიქრობ, რომ ფლორენცის ტრანსფერი მილანისთვის შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. ალესანდროს აქვს უდიდესი გამოცდილება ევროპულ სარბიელზე თამაშის და მას მარჯვენა ფლანგზე ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში, ამიტომ ეს არჩევანი ორმაგად გამართლებულია.“