Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პელეგატი:“ ჟირუ, იბრა და კაიო ჟორჟე მილანისთვის იდეალური შეტევა იქნებოდა“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო პელეგატიმ მილანის სატრანსფერო სტრატეგიაზე ისაუბრა.

„მილანი გუნდის გაძლიერებას რამდენიმე ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას გეგმავდა, მაგრამ ჯერჯერობით მათი ჩანაფიქრი არც თუ ისე წარმატებულად ვითარდება.

„მათი პირველი სამიზნე ფირპი იყო, რომელიც ლიდსის ფეხბურთელი გახდება, დალოტთან მიმართებაში კი რთული წარმოსადგენია, რომ მისი ევროპის ჩემპიონატზე გამოჩენის შემდეგ, მანჩესტერმა მის სანაცვლოდ იჯარაზე კარგი წინადადება არ მიიღოს.

„თითქმის იგივე სიტუაციაა დიასთან დაკავშირებით. მართალია მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, მაგრამ კონტრაქტში მითითებული პუნქტის მიხედვით, ესპანელებს მისი გამოსყიდვის საშუალება ექნებათ.

„შეტევას რაც შეეხება, ჟირუ-იბრა-კაიო ჟორჟეს ტრიო მილანისთვის შესანიშნავი ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ ჟირუს ჩელსის დარწმუნება მოუწევს, რომ მათ ფეხბურთელი უფასოდ გაუშვას, კაიოს რაც შეეხება, ბრაზილიელის ტრანსფერზე ჯერჯერობით ნაპოლი უფრო აქტიურობს და მის სანაცვლოდ სანტოსს 8 მილიონს სთავაზობს…“