Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პელეგატი:“ რომანიოლის მილანში დარჩენა ფაქტობრივად გამორიცხულია“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო პელეგატიმ ალესიო რომანიოლის სიტუაციაზე ისაუბრა, რომელსაც კონტრაქტი მილანთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

„ვფიქრობ, რომ ალესიო რომანიოლის გუნდში დარჩენა როგორც სპორტული, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით ნაკლებად სავარაუდოა.

„რომანიოლი ახლანდელი კონტრაქტით 4.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ კი მას 5.5-6 მილიონი ევრო სურს, თუმცა რაც უფრო მნიშვნელოვანია, რომანიოლის ძირითადში რეგულარულად თამაში სურს, რააც ფიკაიო ტომორის გამოსყიდვის შემთხვევაში ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

„ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ რომანიოლის გაყიდვა ორივე მხარისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება.“