Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პელეგრიმ შესაძლოა მილანი ზამთარში დატოვოს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის ფორვარდმა პიეტრო პელეგრიმ მილანის რიგები შესაძლოა ზამთარში დატოვოს და ტურინში გადაბარგდეს.

პელეგრი მილანს სეზონის სტარტზე მონაკოდან შეუერთდა და როსონერის მისი გამოსყიდვის უფლება აქვს, მაგრამ ახალგაზრდა ფორვარდმა მილანის მაისურით სულ რამდენიმე მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავის გამოჩენა ვერ მოახერხა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მილანმა მისი გამოსყიდვა მოისურვოს.

 Tuttosport-ის ინფორმაციით, პელეგრის ზამთარში გაფორმებით ტორინო ინტერესდება. ტურინელებმა ტრავმის გამო ანდრეა ბელოტი დაკარგეს, რომელიც სავარაუდოდ 2021 წელს ვეღარ ითამაშებს და გრანატას შეტევის გაძლიერება სწორედ პელეგრის ტრანსფერით სურს…