Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პელეგრინიმ რომასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

რამდენიმე გავლენიანი წყაროს ინფორმაციით, რომას კაპიტანმა ლორენცო პელეგრინიმ გუნდთან კონტრაქტს ხელი მოაწერა და ჯალოროსი ოფიციალურ განცხადებას ამ საკითხზე უახლოეს საათებში გააკეთებს.

პელეგრინის კონტრაქტი გუნდთან 2022 წლის ზაფხულში იწურებოდა და Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულების მიხედვით ის მგლების რიგებში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება და ის ტამი აბრაჰამის შემდეგ გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.

25 წლის ფეხბურთელის კონტრაქტში აღარ იქნება გამოსასყიდი პუნქტი, რომელიც აქამდე 30 მილიონი ევრო გახლდათ.