Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პელეგრინის კუნთის ტრავმა დაუდასტურდა

ტორინოსთან მატჩის წინ, რომას კაპიტანმა ლორენცო პელეგრინიმ მოედანი ტრავმის გამო შეხვედრის მე-15 წუთზე დატოვა.

მოურინიოს გუნდის ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა და სამწუხაროდ მას ბარძაყის კუნთის დაზიანება დაუდასტურდა.

ჯერჯერობით ტრავმის სიმძიმე და მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღი უცნობია, მას განმეორებითი შემოწმების გავლა უახლოეს დღეებში მოუწევს, თუმცა სავარაუდოდ რომას ლაზარეთს გუნდის კაპიტანი მინიმუმ 10 დღე შეუერთდა.