პელეგრინის რომაში დარჩენა უნდა

პსჟ-ს,იუვენტუსის და მანჩესტერ იუნაიტედის ინტერესის მიუხედავად,ლორენცო პელეგრინი რომაში დარჩენას გეგმავს.

ნახევარმცველს მომდევნო კვირას 24 წელი უსრულდება და რომასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს.მის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 30 მილიონი ევროა.

Sky Sport Italia-ს მტკიცებით,ფეხბურთელი რომაში დარჩენას მინიმუმ ერთი სეზონით გეგმავს.პელეგრინი რომას აკადემიის აღზრდილია იმედოვნებს,რომ რომა ახალ,ამბიციურ პროექტს დაიწყებს და პელეგრინი ამ პროექტის ნაწილი იქნება.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 24 შეხვედრა ჩაატარა,3 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.რომა მას სულ მალე ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.