Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პელეგრინის უარი ბარსელონას და ტოტენჰემს…

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ლორენცო პელეგრინის რომას დატოვება არ სურს და მზად არის გუნდთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივოს.

იტალიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი მგლებთან 2022 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა ჯალოროსის სპორტული დირექტორი ტიაგუ პინტუ მის აგენტს უკვე შეხვდა და ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს.

პელეგრინის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც მისი გამოსყიდვა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს 30 მილიონად შეუძლია და მისი სახელი ბოლო დღეებში ბარსელონას და ტოტენჰემს დაუკავშირეს, მაგრამ წყაროს ინფორამციით ფეხბურთელს მარადიული ქალაქის დატოვება არ სურს.

Corriere-ს ცნობით, 25 წლის ფეხბურთელსა და რომას შორის ახალ კონტრაქტზე ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის, მაგრამ თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარეს სურს, ამიტომ წესით პრობლემა არ უნდა შეიქმნას.