Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პელეგრინი:“ ესპანეთი იტალიაზე ძლიერი არ არის“

ესპანეთის კარში ერთადერთი გოლის ავტორის ლორენცო პელეგრინის აზრით, მარცხის მიუხედავად ესპანეთი აძურიზე ძლიერი არ არის.

„ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რადგან გაცილებით უკეთ თამაში შეგვეძლო, მაგრამ გარკვეული ინციდენტების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

„დღევანდელი მარცხის მიუხედავად, ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნამდვილი ოჯახი ვართ, რომელიც მარცხს არასოდეს შეეგუება და ბოლომდე იბრძოლებს.

„მართალია ესპანეთს ბურთის ფლობა ჰქონდა, მაგრამ ეს მათი სტილია და სიმართლე რო მვთქვათ, ჩვენ მათ კართან უფრო მეტი საგოლე მომენტი შევქმენით, ვიდრე პირიქით. ვფიქრობ, რომ ესპანეთი ჩვენზე ძლიერი ნაკრები არ არის და იტალიას ნათელი მოამვალი აქვს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ესპანეთს მსოფლიო ჩემპიონატზე შევხვდებით და ჩვენ ამ მატჩს მოუთმენლად ველოდებით.“