Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პელეგრინი იუვენტუსს დაუბრუნდა

ლუკა პელეგრინი,რომელიც გასულ სეზონში კალიარიში იჯარის წესით ასპარეზობდა, იუვენტუსს დაუბრუნდა და შესაძლოა ტურინში დარჩენის შანსი მიეცეს.

21 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 24 შეხვედრა ჩაატარა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

იუვემ პელეგრინი რომადან გასულ ზაფხულს,22 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა და მაშინვე კალიარიში გაანათხოვრა.

ლუკას მომავალი იუვეში დე შილიოზეა დამოკიდებული.თუ მატია ტურინს დატოვებს,რისი შანსიც ძალიან დიდია,მაშინ პელეგრინი ბებერი ქალბატონის რიგებში დარჩება.

Leave a Reply

Your email address will not be published.