Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პელეგრინი:“ რომაში დარჩენის გამო უბედნიერესი ვარ“

ლორენცო პელეგრინიმ, რომელმაც რამდენიმე საათის წინ რომასთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, კომენტარი გააკეთა.

„შეუძლებელია იმ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა, რასაც მე ახლა განვიცდი. კონტრაქტის გახანგრძლივება ჩემს საყვარელ გუნდთან არის ის, რაც მე მთელი გულით მსურდა და ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.

„მე გუნდის მხრიდან ძალიან დიდ ნდობას ვგტძნობ, რაც სიამაყის და კმაყოფილების გრძნობას მძენს. მე შევეცდები, რომ მწვრთნელის და გუნდის ხელმძღვანელობის მხრიდან გამოცხადებული ნდობის გამო მათ მოედანზე გადავუხადო.“