Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პელეგრინი:“ სკუდეტოზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა“

რომას კაპიტანმა ლორენცო პელეგრინიმ, რომელმაც სალერნიტანას კარში 2 გოლის გატანა მოახერხა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ მეტოქის დაცვის ხაზში სივრცეების პოვნა გაგვიჭირდა და პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში ჩემი გოლით მათი გატეხვა მოვახერხეთ და მეტოქე ვაიძულეთ, რომ უფრო გახსნილი ფეხბურთ ეთამაშათ.

„დღეს არა მხოლოდ მე, არამედ მთელმა გუნდმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა.

„რა გვითხრა მწვრთნელმა შესვენებაზე ? მან გვითხრა, რომ ინტენსიურად თამაში გაგვეგრძელებინა და სივრცეების ათვისება უკეთ მოგვეხერხებინა, რისი გაკეთებაც კარგად მოვახერხეთ.

„რა შეიცვალა მოურინიოს მოსვლის შემდეგ ? წელს ჩვენ მომავალზე და საბოლოო შედეგებზე არ ვფიქრობთ, ჩვენთვის მთავარი ყოველთვის მომდევნო მატჩია და ასე შევეცდებით, რომ თითოეულ შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.

„სკუდეტო ? ჩვენ ჯერ სეზონის დასაწყისში ვართ და როგორც უკვე გითხარით, რომა კონცენტრაციას მხოლოდ მომდევნო მატჩზე აკეთებს, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ამბიციურები უნდა ვიყოთ და უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.“