Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პელეგრინი 15 დღეს იუქმებს

რომას შემტევმა ნახევარმცველმა ლორენცო პელეგრინიმ კუნთის პირველი ხარისხის ტრავმა მიიღო და ის 15 დღე იუქმებს.

იტალიელი ფეხბურთელი რომას სერია ა-ს ბოლო ტურში ვერ დაეხმარება, თუმცა მისი მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე რისკის ქვეშ არ არის.

პელეგრინიმ მიმდინარე სეზონში სერია ა-შ 34 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.