Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პელე იუვენტუსის და ინტერის წინადადებებს განიხილავს

გრაციანო პელეს შეთავაზებები რამდენიმე პრემიერ ლიგის გუნდის გარდა იუვენტუსიდან და მანჩესტერ იუნაიტედიდან აქვს და ფეხბურთელი მომავალი გუნდის ვინაობას მომავალ კვირაში დაასახელებს.

35 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია და Football Italia-ს ინფორმაციით, მას 9-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიაში დაბრუნება სურს.

იუვენტუსი და ინტერი ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ და მისი გაფორმების სურვილი დააფიქსირეს. ორივე გუნდი თავიანთი ძირითადი ფორვარდების შემცვლელებს ეძებენ, თუმცა ფავორიტად იუვენტუსი მოიაზრება, რადგან პელე იტალიის ნაკრებში ჯიჯი ბუფონთან, ლეო ბონუჩისთან და ჯორჯო კიელინისთან ერთად თამაშობდა და მთთან კარგი ურთიერთობა აქვს.