Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პერესი:“ სუპერ ლიგა აუცილებლად დაბრუნდება“

მადრიდის რეალის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის თქმით, სუპერ ლიგის პროექტი არ დასრულებულა და ის ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩატარდება.

„სუპერ ლიგა ? ის არ დასრულებულა, ჩვენ პროექტზე მუშაობას ვაგრძელებთ. გუნდებმა ბოლო 2 წლის განმავლობაში 8 მილიარდი ევრო იზარაელს, უეფას პრეზიდენტი კი ხელფასს იზრდის.

„ჩეფერინიმ სცადა, რომ რეალი, იუვე და ბარსელონა ტურნირებს მიღმა დაეტოვებინა, მაგრამ სასამართლომ მას ამის გაკეთება აუკრძალა. პროექტში მხოლოდ ეს 3 გუნდი არ არის დარჩენილი, 12 გუნდს შორის კონტრაქტია გაფორმებული და პროექტის დატოვება არავის შეუძლია.

„UEFA-მ ჩვენზე უდიდესი ზეწოლა განახორციელა და ინგლისური გუნდები შეშინდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი ზომებია და სუპერ ლიგა გრძელდება.