Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პერინი მომდევნო სეზონსაც ჯენოაში გაატარებს

გასული სეზონის მსგავსად, იუვენტუსის კარის დარაჯი, მატია პერინი მომავალ სეზონში ჯენოას კიპერი იქნება.

27 წლის ფეხბურთელი იუვენტუსს 2018 წელს შეუერთდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა. გასული სეზონის მეორე ნახევარი მან ჯენოაში იჯარის წესით გაატარა და იუვეს რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა, თუმცა ბიანკონერიმ ფეხბურთელი კვლავ გენუურ გუნდში გაუშვა იჯარით.

პერინის იუვესთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება.

Leave a Reply

Your email address will not be published.