Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პერიშიჩი ბაიერნის გარდა კიდევ 2 გუნდს სურს

მიუნხენის ბაიერნი ივან პერიშიჩის თამაშით კმაყოფილია და ინტერთან მისი საბოლოოდ გამოსყიდვის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა გერმანულ გუნდს კონკურენტები გამოუჩნდნენ.

გერმანელებმა პერიშიჩის ერთ წლიან იჯარაში 5 მილიონი ევრო უკვე გადაიხადეს და მათ ჰქონდათ ოფცია, რომ ფეხბურთელი 20 მილიონ ევროდ გამოესყიდათ, თუმცა ამ პუნქტს ვადა უკვე გაუვიდა და ფასის შეთანხმება ახლა ნერაძურისთან მოუწევთ.

ბაიერნის წარმომადგენლებს პერიშიჩის გაფორმება 10-15 მილიონ ევროდ სურთ, თუმცა ინტერი ფეხბურთელს 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ უშვებს და იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმების მიღწევას გერ მოახერხებენ, საქმეში ორი ინგლისური გუნდი, ტოტენჰემი და ლიდსი ჩაერთვებიან, რომლებიც 20 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.