Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პერიშიჩი ბრუნდება, ვიდალი კვლავ ტრავმირებულია

იტალიური მედიის ინფორამციით, ივან პერიშიჩი ნაპოლის წინააღმდეგ ითამაშებს, თუმცა არტურო ვიდალის განაცხადში ყოფნა ნაკლებად სავარაუდოა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ხორვატმა ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა და მარადონას სახელობის სტადიონზე თამაშისთვის იქნება, მაგრამ მისი სასტარტოში ხილვა ნაკლებად სავარაუდოა.

ანტონიო კონტეს პარტენოპეის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანეს მატჩში არტურო ვიდალისა და ალექსანდრ კოლაროვის გარეშე მოუწევს თამაში, რომლებმაც ტრავმების ბოლომდე მოშუშება ვერ მოახერხეს.