Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პერიშიჩი:“ ინტერი პირველი ადგილისთვის იბრძოლებს“

ინტერის ვინგერმა ივან პერიშიჩმა რეალთან მატჩის წინ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

ლუჩიანო სპალეტისა და ანტონიო კონტესგან განსხვავებით, სიმონე ინძაგიმ გუნდის პლეი-ოფში გაყვანა მოახერხა…

„ვფიქრობ, რომ გუნდის სისტემური მონახაზი ბევრად არ შეცვლილა, ჩვენ უბრალოდ უკვე ძალიან დიდ იხანი ერთად ვთამაშობთ, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და ბოლო წლებში პროგრესმა დამსახურებულ პლეი-ოფებამდე მიგვიყვანა.

„ჩემი კონტრაქტი ? მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბოლო 2 წელი ჩემთვის შესანიშნავი იყო, მე კვლავ მშიერი ვარ, გამარჯვებების მოპოვება და ტიტულების მოგება მსურს.

„მე მომავალთან დაკავშირებით საუბარი არ მიყვარს, ჩემი მოვალეობა გუნდის ამ მომენტში დახმარებაა და მთელი კონცენტრაცია სწორედ აქეთ მაქვს მიმართული. ჩვენ რეალთან კარგი შეხვედრის ჩატარება და პირველი ადგილის დაკავება გვსურს.

„კონტრაქტს რაც შეეხება, დრო ჯერ კიდევ ძალიან ბევრია და რამდენიმე კვირაში აუცილებლად ვისაუბრებთ.“