Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პერიშიჩი ინტერს სეზონის ბოლოს დატოვებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ივან პერიშიჩი დიდი ალბათობით ინტერის რიგებს სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

პერიშიჩის მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს იწურება, მისი ასაკის და მაღალი ხელფასის გათვალისწინებით კი ბენეამატა ხორვატ ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივებას არ შესთავაზებს.

32 წლის პერიშიჩი მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით სეზონში 5 მილიონ ევროს იღებს და მას ხელფასის შემცირება არ სურს, ამიტომ მას სეზონის ბოლოს ახალი გუნდის ძიება მოუწევს.