Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პერიშიჩი კარიერას ჩელსიში გააგრძელებს ?

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ინტერის ვინგერი ივან პერიშიჩი მომდევნო სეზონში ჩელსის რიგებში იასპარეზებს.

33 წლის ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება ვერ ხერხდება, ამიტომ დიდი ალბათობით ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

SportMediaset-ის ინფორმაციით, ჩელსიმ ხორვატ ვინგერთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ის ლონდონურ გუნდთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.