Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პერიშიჩი კონტეს ტოტენჰემში შეუერთდება ?

ბრიტანული წყაროების მტკიცებით, ანტონიო კონტეს ტოტენჰემის რიგებში ინტერის ვინგერის ივან პერიშიჩის ხილვა სურს და ინგლისში გადასვლის წინააღმდეგი არც თავად ხორვატი ფეხბურთელი გახლავთ.

ივან პერიშიჩს ინტერთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ფინანსური საკითხების გამო, მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება, ამიტომ ტოტენჰემს 32 წლის ფეხბურთელის გაფორმება სრულიად უფასოდ შეეძლება.

პერიშიჩმა მიმდინარე სეზონში ინტერის მაისურით 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.