Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პერიშიჩი მანჩესტერსაც მოუნდა

ინტერი და ბაიერნი ივან პერიშიჩის სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. ნერაძური ხორვატი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს, ბაიერნი კი 15-ზე მეტის გადახდას არ აპირებს.

Manchester Evening News-ის ინფორმაციით, წითელი ეშმაკები სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და თუ გუნდები შეთანხმებას ვერ მოახერხებენ, ინგლისელები ინტერს წინადადებით მიმართავენ. მანჩესტერის გარდა, პერიშიჩის შეძენის სურვილი ტოტენჰემმაც დააფიქსირა.

Leave a Reply

Your email address will not be published.