Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პერიშიჩმა საკუთარ მომავალზე კომენტარი გააკეთა

ინტერის ვინგერმა ივან პერიშიჩმა, რომელმაც შახტარის წინააღმდეგ კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ნერაძურის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლაში დაეხმარა, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

პერიშიჩის კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს იწურება და იტალიური წყაროების ცნობით, ჯერჯერობით მხარეებს შორის ფინანსური საკითხების გამო ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება.

„გუშინდელი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენ გარკვეულ მენტალურ ზეწოლას ვგრძნობდით და ვიცოდით, რომ პლეი-ოფში გასვლა უმნიშნელოვანესი გახლდათ. საბედნიეროდ ჩვენ ეს მოვახერხეთ და ახლა ვენეციასთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც მარტივი სულარ არ იქება.

„რეალთან მატჩი ? ჩვენ ესპანეთში ჩავალთ და გაამრჯვებისთვის ვიბრძოლებთ, რადგან ჯგუფში პირველი ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩემი კონტრაქტი ? მე ახლა მხოლოდ აწმყოზე ვარ კონცენტრირებული, შემდეგ კი გუნდთან აუცილებლად ვისაუბრებ. ყველაფერი შესაძლებელია, ჩვენ რამდენიმე კვირაში ამ საკითხზე საუბარი უკეთ შეგვეძლება.“