Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პერიშიჩს მსურველების რიგი უდგას

რამდენიმე ესპანური გუნდის შემდეგ, ივან პერიშიჩის შეძენის სურვილი ევერტონმა, ლესტერმა და მანჩესტერ იუნაიტედმაც გამოთქვეს.

პერიშიჩი, რომელმაც გასულ სეზონში ბაიერნთან ერთად ტრებლის მოგება მოახერხა, ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის და ინტერს მისი გაყიდვა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ანუ 5 ოქტომბრამდე სურს.

31 წლის ფეხბურთელი წითელი ეშმაკებისთვის ჯეიდონ სანჩოს ალტერნატივაა, რომლის გაფორმებასაც მანჩესტერი მაღალი ფასის გამო ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

ევერტონმა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უკვე საკმაოდ სოლიდური თანხა დახარჯა და პერიშიჩის გაფორმება იჯარით სურს.

ლესტერი კი ჯერჯერობით ჩენგის უნდერის ტრანსფერზეა გადართული, თუმცა სამივე მათგანი ინტერს წინადადებით უახლოეს დღეებში მიმართავს.

პერიშიჩის გაფორმება მანჩესტერს 2017 წელსაც სურდა, თუმცა ინტერთან ფეხბურთელის ღირებულებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.

Leave a Reply

Your email address will not be published.