Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პერიშიჩს 3 გერმანული გუნდი ეპატიჟება

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ივან პერიშიჩის გაფორმების სურვილი ლაიფციგმა, ჰერტამ და ლევერკუზენმა გამოთქვეს და სამივე მათგანი ხორვატი ფეხბურთელის ტრანსფერზე ინტერს უკვე დაუკავშირდნენ.

პერიშიჩი ინტერს 2015 წელს, ვოლფსბურგიდან შეუერთდა და 31 წლის ფეხბურთელს ნერაძურისთან კონტრაქტი კიდევ 2 წელი აკავშირებს. გასული სეზონი ფეხბურთელმა ბაიერნის შემადგენლობაში იჯარის წესით გაატარა და ტრებლის მოგებაც მოახერხა, თუმცა ინტერი და ბაიერნი პერიშიჩის ფასზე ვერ შეთანხმდნენ და ის ინტერს დაუბრუნდა, თუმცა გუნდი მის გაყიდვას და მიღებული თანხით სხვა ტრანსფერის დაფინანსებას ცდილობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *