Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პერკასი:“პსჟ?ჩვენ მზად ვართ“

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და ატალანტას მეტოქედ პსჟ შეხვდა.

ამ თემაზე კომენტარი ატალანტას პრეზიდენტმა ანტონიო პერკასიმ გააკეთ.

„სიმართლე რომ გითხრათ,სეზონის სტარტზე ჩვენი მთავარი მიზანი სერია ა-ში დარჩენა იყო და ეს ყველაფერი სასიამოვნო ბონუსია.

„ატალანტასთვის ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის ყოფნა დიდი პატივია და გუნდისთვის და ბერგამოსთვის ეს ისტორიული შედეგია.ამ ეტაპზე იოლი მოწინააღმდეგე არ არსებობს და ატალანტა ყველაფრისთვის მზად არის.

„პარიზელებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ,ჩვენ უდიდესი მონდომებით ვითამაშებთ და ჩვენს შანსებს აუცილებლად გამოვიყენებთ.ჩვენი გუნდისთვის ეს სკოლის პირველი დღესავით იქნება და გუნდის ისტორიაში ჩაიწერება.“

ჩემპიონთა ლიგის კენჭსყრის შედეგები იხილეთ აქ.

Leave a Reply

Your email address will not be published.