Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პერკასი:“ ატალანტა მოსაგებად თამაშობს“

ატალანტას პრეზიდენტმა ბერგამოელთა სკუდეტოს მოგების შანსებზე არ ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდი ყველა თამაშში გამარჯვებაზე ფიქრობს.

„სკუდეტოზე საუბარს არ ვაპირებ. ჩვენ კარგი სტარტი გვაქვს და უბრალოდ გვსურს, რომ თითოეულ თამაშში გამარჯვებას მივაღწიოთ.

„ატალანტას პოზიციაზე ლაპარაკი წელს არ შეიძლება. იუვენტუსი ინტერი და ნაპოლი ძალიან გაძლიერდნენ და ჩვენი მთავარი მიზანი ოთხეულში დარჩენა იქნება. გაზაფხულის დასაწყისში უკვე გვეცოდინება, ვინ რა მიზნებისთვის იბრძოლებს.“