Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პეროტი ფენერბაჰჩეს უახლოვდება

რომა და თურქული ფენერბაჰჩე დიეგო პეროტის ტრანსფერზე შეთანხმდნენ და ჯალოროსი მის სანაცვლოდ 1.7 მილიონ ევროს მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის და თავის ახალ გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც სეზონში 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.

32 წლის ფეხბურთელმა რომაში 4 წელი გაატარა. მიმდინარე სეზონში მან 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.