Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პესინა:“ ლუკაკუ მსოფლიოში საუკეთესო ცხრიანია“

ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ ანტონიო კასანოს სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ რომელუ ლუკაკუ საუკეთესო ცენტრ-ფორვარდების სიაში არ შედის, თუმცა იტალიის ნაკრების და ატალანტას ფეხბურთელის მატეო პესინას აზრით, ბელგიელი ფეხბურთელი მსოფლიოში საუკეთესო ცხრიანია.

იტალია ბელგიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში 2 ივლისს დაუპირისპირდება.

„ჩემი აზრით, რომელუ ლუკაკუ დღეისათვის მსოფლიოში საუკეთესო ცენტრ-ფორვარდია და ეს მან პორტუგალიასთან მატჩშიც დაამტკიცა, როდესაც მთელი შეხვედრის განმავლობაში 2-3 მცველს მარტო ეთამაშებოდა.

„ჩვენ წინ ურთულესი შეხვედრა გველოდება, მაგრამ ფაქტი, რომ მის წინააღმდეგ ბევრ ჩვენგანს ნათამაშები გვაქვს, გარკვეულ უპირატესობას გვაძლევს.“