Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პეტანია:“ გოლის გამო ბედნიერი ვარ…“

ნაპოლის ფორვარდმა ანდრეა პეტანიამ, რომელიც ჯენოასთან მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და გამარჯვების გოლიც გაიტანა, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდი მოედანზე. გასულ თვეში ტრავმის გამო გარკვეული პრობლემები მქონდა, მაგრამ დღეს ვგრძნობდი, რომ მე აუცილებლად გავიტანდი.

„სიმართლე რომ გითხრათ, მე ისიც კი არ მეგონა, რომ დღეს აქ ვიქნებოდი, რადგან ამ კვირაში ბევრი რამ მოხდა.“

გოლის შემდეგ სპალეტიმ პეტანიას შესძახა:“ შენ გუნდში რჩები!“

„მწვრთნელის მხრიდან ნდობა ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ეს სიტყვები გასულ დღეებში არაერთხელ მითხრა, რამაც თავდაჯერებულობა შემძინა და იმედი მაქვს, რომ გუნდის დახმარებას მომავალშიც მოვახერხებ.“