Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პეტანია სამპდორიას უახლოვდება

ანდრეა პეტანიამ ჯენოას კარში გამარჯვების გოლი გაიტანა, თუმცა როგორც ჩანს ეს საკმარისი არ გამოდგა, რომ გუნდის ხელმძღვანელობის გული მოეგო და მისი სამპდორიაში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ბოლო სტადიაზეა და 26 წლის ფეხბურთელი სამპდორიას იჯარის წესით შეუერთდება, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

პეტანია ნაპოლის სპალიდან 2020 წელს, 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და 38 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.