Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პეცელა მის მილანში შესაძლო ტრანსფერზე:“ ყველაფერი ტყუილია“

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჟერმან პეცელას მილანში ტრანსფერის შესახებ ძალიან ბევრი დაიწერა და იტალიური მედია იმასაც ამტკიცებდა, რომ ფეხბურთელს როსონერიში გადასვლა თავადაც  სურდა, თუმცა პეცელა ამ ხმებს უარყოფს.

„ბოლო თვის განმავლობაში ჩემს შესახებ ბევრი სიახლე გავრცელდა და ყველაფერი ტყუილი იყო. მე არ შემეძლო, რომ ყველა მათგანზე რეაქცია მქონოდა, თუმცა ახლა, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი ტყუილი იყო.

„ბოლო მატჩებში მონაწილეობას იმიტომ არ ვიღებდი, რომ ტრავმა მქონდა და ამ ფაქტს ტრანსფერთან არანაირი კავშირი არ აქვს. ერთი სული მაქვს, როდის მოვირგებ ფიორენტინას მაისურს და მოედანს დავუბრუნდები.“