Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

პეცელა ფიორენტინასთან გაახანგრძლივებს

ფიორენტინას მცველმა გერმან პეცელამ ნაპოლი და რომა უარით გაისტუმრა და ფიორენტინასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

29 წლის არგენტინელმა მიმდინარე სეზონში 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანაც მოახერხა.მისი შეძენა რამდენიმე იტალიურ და ესპანურ გუნდებს სურდათ,თუმცა ფეხბურთელმა ფიორენტინაში დარჩენა და ახალი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა,მისი ამჯამინდელი ხელშეკრულება გუნდთან 2022 წლის ივნისამდეა გათვლილი.

პეცელა იებს 2017 წელს რეალ ბეტისიდან,9.8 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.