Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

პიანიჩი:“იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგაზე უკეთ თამაში მართებს“

მირალემ პიანიჩმა იუვენტუსის მაისურით თავისი უკანასკნელი თამაში ჩაატარა, რომელიც არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა.

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ბოსნიელმა კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლა და პორტუგალიაში თამაში გვინდოდა,თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხეთ.

„პენალტის გამო ცუდი სტარტი გამოვიდა,თუმცა ჩვენ თამაშში დავრჩით და მთელი მატჩის მანძილზე ვუტევდით.გამოვარდნა ძალიან მძიმე გადასატანია,განსაკუთრებით მაშინ,როდესაც გაიმარჯვე…

„მე-9 სკუდეტოს მოპოვებას ვერავინ დააკნინებს,თუმცა ჩემპიონთა ლიგა გამორჩეული ჩემპიონატია და იუვენტუსს აქ უკეთ თამაში მართებს.ეჭვიც არ მეპარება,რომ იუვე მომდევნო სეზონში უფრო ძლიერი და უფრო მონდომებული დაბრუნება,რადგან მე ამ გუნდის მენტალიტეტი ზუსტად ვიცი.

„დღეს კარგად ვითამაშეთ,თუმცა პირველ წრეში ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით და ასეთი დონის შეხვედრებში ეს უპატიებელია.

„ბოლო თვეები ისე არ წარიმართა,როგორც ჩვენ გვინდოდა,თუმცა ამის მიზეზს ვერ ვხვდები. იმის თქმა კი შემიძლია,რომ მე უფრო მეტი სათამაშო დრო მინდოდა…

„სარის ნაპოლი სრულიად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობდა,იქ გუნდი ერთ ორგანიზმად იყო ქცეული.იუვე ჯერჯერობით ასე თამაშს ვერ ახერხებს,თუმცა დროთა განმავლობაში ამ ყველაფერს ეშველება.

„იუვენტუსი ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძოლებს.ბოლო პერიოდში ამის მიღწევა უფრო გართულდა,რადგან ტრავმებთან დაკავშირებით პრობლემები გვქონდა,თუმცა როგორც უკვე გითხარით,იუვე მომავალ სეზონში უფრო ძლიერი იქნება და უფრო დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს.“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *